აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი.

დღემდე რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 35 354 პაციენტი.

კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა.

კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ხუთი პაციენტი.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 147 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 104, ონლაინ კლინიკაში – 199.

საქართველოში კორონავირუსის ბოლო 24 საათში 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.