აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:37, 29.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 პაციენტმა კლინიკა დატოვა.

რეგიონში 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 382 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, კოვიდსასტუმროში -275, ონლაინკლინიკაში – 506.

მსგავსი