აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:19, 13.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 122 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 36-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 424 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -298, ონლაინკლინიკაში – 665.

მსგავსი