აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:01, 21.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა, დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 33 987-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 24-მა პაციენტმა, ხოლო მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 248 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 206, ონლაინკლინიკაში კი 521.

მსგავსი