აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 138 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:57, 19.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 33 767-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა, ხოლო მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს  269 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 237, ონლაინკლინიკაში  კი 596.

მსგავსი