აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 525 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 551 პაციენტი

11:47, 03.12.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 525 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, პარალელურად კი გამოჯანმრთელდა 551 პაციენტი.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ოდნავ შემცირებულია და რეგისტრირებულია სულ 5 984 პაციენტი, მათგან 951 კლინიკებში, 1 919 კოვიდსასტუმროებში, 3 114 პირი კი ბინაზე მკურნალობს.

რეგიონში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 49 პაციენტი. აჭარაში  „კოვიდ-19“ სულ 20 663-მა ინფიცირებულმა დაამარცხა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 947 ადამიანი.

მსგავსი