აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:05, 22.01.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 92 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 17-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა კლინიკა უკვე დატოვა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, 84 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას გულის ათეროსკლეროზული დაავადება და არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულია სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 250 კოვიდინფიცირებული პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 175, ონლაინკლინიკაში – 479.

მსგავსი