აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:29, 08.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 47 შემთხვევა გამოვლინდა, 139 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 32 478-ს შეადგენს.

ამასთან, მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკაში მკურნალობს – 366 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 251, ონლაინ კლინიკაში – 771.

8 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

მსგავსი