აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:59, 30.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 42 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 632-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 188 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 110, ხოლო ონლაინკლინიკაში – 276.

მსგავსი