აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი

11:25, 23.03.2021

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

რეგიონში სამი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 113 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -31, ონლაინკლინიკაში – 102.

მსგავსი