აჭარაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:12, 09.02.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 016-ს შეადგენს.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა. უწყების ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 164 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში კი 147.

 

მსგავსი