აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 22 პაციენტი

12:16, 04.02.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ხოლო განკურნებულთა საერთო რაოდენობა 34 847-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა ცხრა პაციენტმა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

უწყების მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 184 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 122, ონლაინკლინიკაში კი 197.

მსგავსი