აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:33, 28.01.2021

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 539-ს შეადგენს.

უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს  203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 108, ხოლო ონლაინკლინიკაში – 302.

მსგავსი