აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 31 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ  ოფიციალურ ინფორმაცვიას ავრცელებს.

უწყეის ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი.

სულ დღემდე აჭარაში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულია 34 166 პაციენტი. კლინიკა დატოვა 18-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.

კლინიკაში მკურნალობს 254 პაციენტი, მათგან ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კოვიდ სასტუმროში რჩება 159 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში კი 468 ინფიცირებულია.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ის  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.​