აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 35 769-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან კი, ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 20, ონლაინ კლინიკაში – 73.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 96 პაციენტი, გარდაიცვალა 12 ადამიანი.