აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:15, 24.03.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღემდე განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 35 965-ს შეადგენს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა რვა პაციენტმა. მათვე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

უწყების მონაცემების მიხედვით, კლინიკაში მკურნალობს – 121 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 40, ონლაინკლინიკაში კი 109.

მსგავსი