აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 27 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 143 ინფიცირებული.

კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა.

კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 161 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 139 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 124.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 757 პაციენტი გამოჯანმრთელდა.