აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, 341 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, 341 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, 341 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსისგან სულ 29 005 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 39-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

„კლინიკაში მკურნალობს – 661 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 707, ონლაინკლინიკაში – 2 131“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.