აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 58 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 201 ინფიცირებული. კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 169 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 98 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 118.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 პაციენტი გამოჯანმრთელდა.