აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:31, 07.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 141 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 118 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 36-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 451 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 351, ონლაინკლინიკაში – 742.

მსგავსი