აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა, 290 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:48, 24.12.2020

აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა, 290 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 29 586-ს შეადგენს.

ამასთან, აჭარაში ინფიცირების კლების დინამიკა ნარჩუნდება. შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 108-მდე შემცირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 603 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 630 კოვიდსასტუმროებში, 1 875 კი ბინაზე. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან  32-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

მსგავსი