აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:17, 21.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 102 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 31-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში 44 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 254, ონლაინკლინიკაში – 545.

რეგიონში სულ 9 522 ადამიანი აიცრა, მათგან „ფაიზერით“ – 3 354, „ასტრაზენეკათი“ – 2 720, „სინოფარმით“ – 3 448.

მსგავსი