აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 35 826-ს შეადგენს.

მათივე ცნობით, კლინიკა დატოვა 11-მა პაციენტმა. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან კი, ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 98 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 30, ონლაინ კლინიკაში – 70.