აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

11:15, 14.05.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 133 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 35-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 451 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -287, ონლაინკლინიკაში – 641.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 7 368 პირი აიცრა, მათ შორის „ფაიზერით“- 3 306, „ასტრაზენეკათი“ – 2 030, „სინოფარმით“ – 2 032.

მსგავსი