აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ამდენივე პაციენტი.

ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 48 გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარაში შვიდი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რეგიონის კლინიკებში მკურნალობს – 422 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -248, ონლაინკლინიკაში – 596.