აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა.

ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 218 ინფიცირებული. კლინიკა დატოვა ხუთმა პაციენტმა. კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 166 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 104 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 106.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.