აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 107 ადამიანს დაუდასტურდა

11:56, 30.04.2021

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 107 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 115 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

რეგიონში ცხრა ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში მკურნალობს 370 პაციენტი, კოვიდსასტუმროში -329, ონლაინკლინიკაში – 713.

მსგავსი