აჭარაში ბოლო 24 საათში 177 კოვიდინფიცირებული ​პაციენტი გამოჯანმრთელდა 

11:39, 03.10.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ​177 კოვიდინფიცირებული პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მათვე ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში მკურნალობას გადის: 460 პაციენტი, 10 არასრულწლოვანი, 17 ორსული, რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი, თავისუფალი საწოლები – 64. კოვიდსასტუმროებში – 784, არასრულწლოვანი – 73, ამასთან, აჭარაში ბინაზე 1 000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 6 00-ზე მეტი საწოლი, კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია შვიდი საკარანტინო სივრცე.

მსგავსი