აჭარაში ათი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 52 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 51-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარის რეგიონში კრიტიკულია ათი ინფიცირებულის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

რეგიონის კლინიკებში ამ დროისთვის მკურნალობს 323 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 315, ონლაინკლინიკაში – 592.