აჭარაში ახალ კორონავირუსზე მებაჟეები გამოიკვლიეს, დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც
აჭარაში ახალ კორონავირუსზე მებაჟეები გამოიკვლიეს, დაიწყო მედპერსონალის ტესტირებაც

აჭარაში ე.წ. რისკჯგუფებში შემავალი სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა მასობრივი გამოკვლევა დაიწყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 150 მებაჟე. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. დღეიდან დაიწყო ასევე სამედიცინო მუშაკების კვლევაც, შემდეგი კი, საკარანტინო ზონებში დასაქმებული პერსონალი იქნება.

„150 მებაჟეს ვირუსი არ დაუდასტურდა. დავიწყეთ მედპერსონალის კვლევაც, შევისწავლით, როგორც კოვიდცენტრების, ასევე სასწრაფო დახმარებისა და იმ კლინიკების მედიკოსების მდგომარეობას, სადაც შესაძლებელია, პაციენტები ცხელებით ან სხვა საეჭვო სიმპტომებით მივიდნენ“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ

კვლევები „პისიარ“ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ჩატარდება.