აჭარაში 7 000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემა დაიწყო
აჭარაში 7 000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემა დაიწყო

აჭარაში 7 000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოიყო.

7 000 ოჯახისთვის შეძენილია პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს და მარტოხელა პენსიონერებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს. ამ ეტაპზე ჩართულია 300 მოხალისე. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად აგრძელებს მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებასა და ეკიპირებას.

სურსათის დარიგების პროცესში და სოციალურად დაუცველ, მაღალი რისკჯგუფში შემავალ პირებთან მიწოდებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერებმა და მოხალისეებმა.

დატოვე კომენტარი