აჭარაში 4 000-მდე ტესტიდან კორონავირუსი 166 პირს დაუდასტურდა
აჭარაში 4 000-მდე ტესტიდან კორონავირუსი 166 პირს დაუდასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 166 აჭარაში დაფიქსირდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შესწავლილი იყო 4 000-მდე „პისიარ“ ტესტის ნიმუში.

რეგიონის რვა კლინიკაში 484 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში რჩება 902 ინფიცირებული, ბინაზე კი, 350 პაციენტი მკურნალობს.

ონფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანია, 14 კი, ორსული.

რეგიონში კიდევ 20 პირი გამოჯანმრთელდა, 10 კლინიკიდან გაეწერა, 10-მა კი, კოვიდსასტუმრო დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინკებში თავისუფალია 92 ადგილი.

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.