აჭარაში 30 აპრილის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა

10:58, 06.05.2020

მეექვსე დღეა, 30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

აჭარაში კორონავირუსის პირველი იმპორტირებული მეშთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

მსგავსი