აჭარაში 190 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტის WHITE SAILS განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარაში 190 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტის WHITE SAILS განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში 190 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტ WHITE SAILS-ის განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასკვნით ფაზაში გადადის.

მათივე ცნობით, პროექტი წარმოადგენს პრემიუმკლასის სასტუმროებისა და აპარტამენტებისგან შემდგარ უნიკალურ მრავალფუნქციურ კომპლექსს ბათუმის ახალ ბულვარში.

ბათუმში კომპლექსის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საინვესტიციო პროექტების, ეკონომიკური აქტივობების განხორციელების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ გლობალური პანდემიის პირობებში საინვესტიციო პროექტი არ შეფერხებულა და კომპანიამ ყველა დასაქმებული შეინარჩუნა.

პროექტის ინიციატორია საინვესტიციო კომპანია AR Meridians.

„კომპლექსი ჯამში განთავსებულია 29, 445 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მოიცავს ორ ბრენდულ სასტუმროს, რომელთაგან ერთ-ერთი არის Ibis Styles Batumi, ხოლო მეორე – Novotel Living;  ორ 16-სართულიან და ორ 18-სართულიან აპარტოტელს; ერთ 20-სართულიან საცხოვრებელ სახლს; პრემიუმკლასის ბუტიკური ტიპის მრავალფუნქციურ საცხოვრებელს Sea Home Batumi.

WHITE SAILS-ის პროექტში 13,000 კვ.მ მხოლოდ რეკრეაციულ ზონას დაეთმო და ერთ სივრცეში განთავსდება გამაჯანსაღებელი სივრცეები; რეკრეაციული ზონა; საპარკინგე ტერიტორია; 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზი; საბავშვო აუზი; დახურული აუზი; სპორტული მოედანი; ბავშვთა მოედანი; სამორინეები; საკონფერენციო დარბაზები; სუპერმარკეტები; კაფეები და რესტორნები. ბულვარის ტიპის რეკრეაციული ზონის – 27-მეტრიანი ღია საცურაო აუზის, საბავშვო აუზის, სპორტული მოედნისა და 600 მანქანაზე გათვლილი საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა უკვე დასრულებულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.