აჭარაში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,57-მა პროცენტმა გააკეთა არჩევანი
აჭარაში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35,57-მა პროცენტმა გააკეთა არჩევანი

აჭარაში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 35, 57-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი. საერთო ჯამში ხმა მისცა 112 023-მა ამომრჩეველმა. აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთიან აჭარაში დაფიქსირდა და 39 პროცენტს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 15:00 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში. ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 35,57%, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. ბათუმის ოლქი – 47 464 ამომრჩეველი – 32,22 % ( 2 უბნის გარეშე); ქობულეთის ოლქი – 26 816 ამომრჩეველი – 37, 86 %; ხელვაჩაურის ოლქი – 16 100 ამომრჩეველი- 38,5 %; ქედის ოლქი – 6353 ამომრჩეველი – 40,41% ; შუახევის ოლქი – 6369 ამომრჩეველი – 42, 3 %; ხულოს ოლქი – 8921 ამომრჩეველი – 36,82 %“, – აცხადებენ უსკო-ში.

ამასთან, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აჭარაში ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა შუახევის ოლქში, ხოლო ყველაზე მცირე- ხულოში.

„ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2016 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მონაცემს 15:00 საათისთვის, აქტივობა იყო 2016 წელს – 35,32 %. ეს შეადგენს 108 983 ამომრჩეველს. შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს უსკო-ს ცხელი ხაზი, მოქალაქეებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და მიიღონ ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისათვის შესულია შემდეგი რაოდენობა: N28 (ბათუმი) არის 11 საჩივარი; N-29 (ქობულეთი) – არის 1 საჩივარი; და N30(ხულო, შუახევი, ქედა, არის 5 საჩივარი. სულ: 17 საჩივარი. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურული ხარვეზებს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე აღმოფხვრილია უბანზე. შესაბამისი საარჩევნო კომისიები კანონიერების ფარგლებში შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას ამ ფაქტებზე, ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ასევე 24 საარჩევნო უბანი, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სამკურნალო და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისათვის ემსახურება ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთების საშუალებით“, – აცხადებენ უსკო-ში.