აჭარაში, 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 55 933-მა მოქალაქემ მიიღო

13:10, 31.10.2020

აჭარაში 12:00 საათის მონაცემებით 55 933-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17, 76 პროცენტია. მონაცემები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისამ გამოაქვეყნა.

ოლქების მიხედვით, ყველაზე მეტი ამომრჩეველი ბათუმში 24 331 დაფიქსირდა.

ამასთან, ქობულეთში 13 ათასი ამომრჩეველი, მთიან აჭარის ოლქში კი, 18 584 ამომრჩეველი გამოცხადდა არჩევნებზე.

მსგავსი