აჭარაში 101 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აჭარაში 101 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

აჭარაში 101 კოვიდინფიცირებული პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის რეგიონის კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებში სულ 2 800-ზე მეტი პირი მკურნალობს, რამდენიმე ათასი კი ბინაზე, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„დღეს დილისთვის გვყავს 212 პაციენტი. აქედან 45 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 15 მათგანი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. 23 მუდმივ რეჟიმში ღებულობს ჟანგბადს.
განყოფილებაში პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათთანაც მიმდინარეიბს მონიტირინგი და მკურნალობა.

გუშინ გაეწერა 27 პაციენტი. ახლაც მიმდინარეობს შემოვლა და დაახლოებით 20 – ზე მეტი პაციენტი გაეწერება და საკარანტინო ზონაში გადავა“, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ.

დღეს აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 448 შემთხვევა გამოვლინდა.