„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომელთა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს
„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომელთა ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

„აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათთან შევიდა გამოძახება ფოთში არსებულ სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილში“ კვებითი ინტოქსიკაციის თაობაზე.

„ადგილზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟებს თანამშრომელთა ნაწილი შეუძლოდ დახვდა. ადგილზე სამედიცინო 19 პაციენტს გაეწია მომსახურება. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ინტოქსიკაციის ნიშნებით 16 პაციენტი კლინიკა „ლაზიკა მედიშია“ გადაყვანილი, ხოლო სამმა პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.