„აჭარა ჯგუფი“ - ბაკურიანში „რუმსის“ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
„აჭარა ჯგუფი“ - ბაკურიანში „რუმსის“ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„რუმს ჰოტელ კოხტას“ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას Rooms Hotel Kokhta-ს თანამშრომლის შესახებ და გაცნობოთ, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ჩვენი თანამშრომელი 17 თებერვალს დაბრუნდა იტალიიდან. ამ პერიოდში საკარანტინო ზომების მიღების შესახებ რეკომენდაცია ჯერ არ იყო გაცემული.

21 დღის განმავლობაში მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა. გუშინ საღამოს დაეწყო ტემპერატურის მატება, რის შემდეგაც მან გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და საკუთარი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა კორონავირუსი არ გამოავლინა.

„აჭარა ჯგუფი“ იაზრებს პასუხისმგებლობას საკუთარი სტუმრების თუ თანამშრომლების წინაშე და ზედმიწევნით მიჰყვება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინსტრუქციებს“, – ნათქვამია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.