აცანა-მამათის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება
აცანა-მამათის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება

გურიაში, აცანა-მამათის მიმდებარედ ტყეში ბალახი კვლავ იწვის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ხანძრის ადგილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით არის. შესაბამისად, დასახლებულ ტერიტორიაზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ხანძრის ლოკალიზების პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, გარდა ადგილობრივი მეხანძრეებისა, დამატებით ჩართულია 60 მეხანძრე-მაშველი აჭარიდან. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, იწვის ბალახი და ეკალი. გაჩნდა ახალი კერები, მაგრამ უკვე დასასრულს უახლოვდება მათი დამუშავება და იმედია, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია“, – აცხადებს სარიშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გამოძიება უკვე დაწყებულია და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი