აბულაძე მსოფლიო პირველობის ფინალშია, ხეცურიანი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 63კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლერი აბულაძე ფინალშია.
ქართველმა ნახევარფინალში ირანელი რეზა ნეჯატი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის სერბ სებასტიან ნადს შეხვდება.
ფინალში გასასვლელად იასპარეზა ჯონი ხეცურიანმაც (67კგ), მაგრამ ქართველი ფალავანი ოლიმპიურ და მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონთან, ირანელ გერაისთან დამარცხდა. ხეცურიანი ხვალ ბრინჯაოს მედლისთის იბრძოლებს.
დღეს კი 20:00 საათიდან ფინალურ ბლოკში, 55 კგ-ში ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებას შეეცდება. ფინალში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი აზიზლი იქნება.