აბულაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ჭკუასელიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
აბულაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია, ჭკუასელიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში სტარტი აიღო 23-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატმა.

საქართველოს სახელით, დღეს ხუთი მოჭიდავე – გიორგი თოხაძე (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ნიკოლოზ ჭიკაიძე (77 კგ), თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც აბულაძე და ჭკუასელიძე ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალში მოსახვედრად ლერი აბულაძემ ირანელი ალირეზა მეჯატი დაძაბულ დაპირისპირებაში, ანგარიშით 7:3 დაამარცხა და ხვალ ფინალურ ბლოკში, ოქროს მედლისთვის თურქ ახმეტ იარს შეხვდება. თემურ ჭკუასელიძე მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში რუს მოჭიდავეს ალექსანდრ კომაროვს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ქართველი ფალავანი ხვალ ბრიბჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.