აბუაშვილმა საფრანგეთში გაიტანა – „მეცმა“ „სოშოს“ სძლია #1TVSPORT
გიგი აბუაშვილმა ლიგა 2-ში „სოშოს“ გაუტანა და „მეცს“ საშინაო არენაზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა – 3:2.
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგის მე-9 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. აბუაშვილმა თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 2:0 გახადა.
ამ გამარჯვებით „მეცმა“ 13 ქულა დააგროვა, მე-7 ადგილზე გადავიდა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა. აბუაშვილმა კი მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-2 გოლი ჩაიწერა.