აბუ დაბიში ხვალ გრანდ სლემი დაიწყება, საქართველოს ნაკრები 13 ძიუდოისტით იასპარეზებს #1TVSPORT
გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ხვალ სტარტს აიღებს გრანდ სლემი ძიუდოში. ტურნირზე საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით, 13 სპორტსმენით იასპარეზებს. შეჯიბრებაზე ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე გამოცდლი ძიუდოისტიც იჭიდავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ დაბის გრანდ სლემისთვის:
60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე
66 კგ: ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი
73 კგ: გიორგი ტერაშვილი
81 კგ: გიორგი ახალაური
90 კგ: ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ: ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი
57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი
78 კგ: სოფიო სომხიშვილი