აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რეიტინგში ცვლილებებია - ადესანია სამი პოზიციით დაქვეითდა #1TVSPORT
გასულ კვირას ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 259) გაიმართა. ღონისძიებაზე 3 სატიტულო ბრძოლა შედგა.
UFC 259-ის შემდეგ ცვლილებები მოხდა მებრძოლთა საერთო (P4P) რეიტინგში. პირველ რიგში აღსანიშნავია იან ბლაჰოვიჩის პროგრესი, რომელმაც ისრაელ ადესანია დაამარცხა. პოლონელი ათლეტი საერთო რეიტინგის მერვე ადგილზეა. ტოპ-15 დატოვა კონორ მაკგრეგორმა. მისი ადგილი კი ქვემსუბუქი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა დაიკავა.
P4P რეიტინგის განახლებული ტოპ-15:
- ხაბიბ ნურმაგომედოვი
- ჯონ ჯონსი
- კამარუ უსმანი
- სტიპე მიოჩიჩი
- ალექსანდერ ვოლკანოვსკი
- ისრაელ ადესანია
- დასტინ პორიე
- იან ბლაჰოვიჩი
- მაქს ჰოლოვეი
- დეივესონ ფიგუეირედო
- ჯასტინ გეიჯი
- პეტრ იანი
- რობერტ ვიტეკერი
- ფრენსის ნგანუ
- ალჯამეინ სტერლინგი