იან ბლაჰოვიჩმა ისრაელ ადესანიას კარიერაში პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა #1TVSPORT
იან ბლაჰოვიჩმა ისრაელ ადესანიას კარიერაში პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა #1TVSPORT

რამდენიმე საათის წინ, ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში დასრულდა UFC 259. გულშემატკივარმა სამი სატიტულო ბრძოლა იხილა. მთავარი დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ტიტულისთვის ჩემპიონ იან ბლაჰოვიჩსა და საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონ ისრაელ ადესანიას შორის შედგა.

ბრძოლამდე ბუკმეიკერები აშკარა ფავორიტად ადესანიას მიიჩნევდნენ, თუმცა დაპირისპირებამ განსხვავებული სურათი აჩვენა. 37 წლის პოლონელმა ჩემპიონმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. ნათლად ჩანდა, რომ ნიგერიელისთვის ბლაჰოვიჩის წონა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საბოლოოდ, მსაჯებმა პოლონელის გამარჯვება ერთხმად დააფიქსირეს (49-46, 49-45 და 49-45)

აღსანიშნავია, რომ ბლაჰოვიჩმა UFC-ის კარიერა ცუდი სტატისტიკით დაიწყო. მან ჩატარებული პირველი ექვსი ბრძოლიდან ოთხი წააგო. ამის შემდეგ კი ათიდან ცხრა ბრძოლა მოიგო და გახდა პირველი, ვინც ისრაელ ადესანია დაამარცხა. ჯო როგანთან ბრძოლის შემდგომ ინტერვიუში ბლაჰოვიჩმა აღნიშნა, რომ მას მომდევნო ბრძოლის ჩატარება გლოვერ ტეიშეირასთან სურს.