აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რეიტინგში ცვლილებებია - ადესანია სამი პოზიციით დაქვეითდა #1TVSPORT
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის რეიტინგში ცვლილებებია - ადესანია სამი პოზიციით დაქვეითდა #1TVSPORT

გასულ კვირას ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC 259) გაიმართა. ღონისძიებაზე 3 სატიტულო ბრძოლა შედგა.

UFC 259-ის შემდეგ ცვლილებები მოხდა მებრძოლთა საერთო (P4P) რეიტინგში. პირველ რიგში აღსანიშნავია იან ბლაჰოვიჩის პროგრესი, რომელმაც ისრაელ ადესანია დაამარცხა. პოლონელი ათლეტი საერთო რეიტინგის მერვე ადგილზეა. ტოპ-15 დატოვა კონორ მაკგრეგორმა. მისი ადგილი კი ქვემსუბუქი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა დაიკავა.

 

P4P რეიტინგის განახლებული ტოპ-15:

 

  1. ხაბიბ ნურმაგომედოვი
  2. ჯონ ჯონსი
  3. კამარუ უსმანი
  4. სტიპე მიოჩიჩი
  5. ალექსანდერ ვოლკანოვსკი
  6. ისრაელ ადესანია
  7. დასტინ პორიე
  8. იან ბლაჰოვიჩი
  9. მაქს ჰოლოვეი
  10. დეივესონ ფიგუეირედო
  11. ჯასტინ გეიჯი
  12. პეტრ იანი
  13. რობერტ ვიტეკერი
  14. ფრენსის ნგანუ
  15. ალჯამეინ სტერლინგი