აბრეშუმის მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება
აბრეშუმის მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

აბრეშუმის მუზეუმში სარესტავრაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

რამდენიმე ეტაპიანი აღდგენითი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაგებობის სრულ აღდგენას, გამაგრებას, სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას. კეთილმოწყობას რამდენიმე წელი დასჭირდება და 3.200.000 ლარი დაიხარჯება.

1882 წელს კავკასიაში ერთადერთი აბრეშუმის მუზეუმი, რომელიც უნიკალურ კოლექციას ინახავს დამთვალიერებელს წლებია უმძიმეს პირობებში იღებს, დანესტიანებულია კედლები ნაგებობის სარდაფი წყლით ივსება და აქვს ბზარებიც. ისტორიული მუზეუმი დინამოს სტადიონს ესაზღვრება.

სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუზეუმში წყალი დაგუბდა და თითქმის მთელი პირველი სართული დაფარა.

სარდაფში მოშლილი სადრენაჟო სისტემის გამო კედლები დანესტიანდა და ჩამოშლა დაიწყო, წყალმა მუზეუმის ზედა სართულებიც საგრძნობლად დააზიანა უნიკალური აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და საღებავების ექსპოზიციაც სარემონტო დარბაზშია განთავსებული. 130 წელზე მეტი ხნის ისტორიული ნაგებობის აღდგენას თბილისის განვითარების ფონდი განათლების მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსთან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად გეგმავს.