„აბრეშუმის გალერეაში" ვანო აბულაძის გამოფენა გაიხსნა
„აბრეშუმის გალერეაში" ვანო აბულაძის გამოფენა გაიხსნა

„აბრეშუმის გალერეაში” ვანო აბულაძის გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე სახელწოდებით „ფერისცვალება”  სამი წლის განმავლობაში შექმნილი 13 ნამუშევარია წარმოდგენილი.

განსხვავებული ფორმებით გადმოცემული, თანამედროვეობაში გადმოტანილი 12 საუფლო დღესასწაული და საიდუმლო სერობა ავტორმა პასტელისა და ქაღალდის თავისებური ტექნიკით წარმოადგინა.

ვანო აბულაძემ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. გამოფენებში 1983 წლიდან მონაწილეობს. მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნებისა და უნგრეთის ხელოვნების მუზეუმებში, ასევე საქართველოსა და საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. 6 მარტს მხატვარს 60 წელი უსრულდება.
ვანო აბულაძის გამოფენა  „აბრეშუმის გალერეაში 25 მარტამდე იქნება წარმოდგენილი.