აბრამოვიჩმა „ჩელსის“გაყიდვაზე უარი თქვა
აბრამოვიჩმა „ჩელსის“გაყიდვაზე უარი თქვა

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა უარი თქვა კლუბის გაყიდვაზე. „ჩელსის“ შეძენის მსურველია ამერიკელი ინვესტორი, ბეისბოლის კლუბ „ლოს ანჯელეს დოჯერსის“ თანამფლობელი ტოდ ბოელი.

როგორც The Wall Street Journal წერს, ბოელიმ აბრამოვიჩს დაახლოებით სამი მილიარდი ევრო შესთავაზა, რაც არ აწყობს რუს ოლიგარქს. თუმცა, მოლაპარკებები ჯერ არ არის დასრულებული და ის შეიძლება განახლდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე ადრე არსებობდა ინფორმაცია, რომ აბრამოვიჩი მიჰყიდის კლუბს ბრიტანელ მეწარმეს.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“2005 წელს 150 მილიონ ევროდ შეიძინა. ამის შემდეგ დაიწყო კლუბში ყველაზე წარმატებული პერიოდი. ამ დროის განმავლობაში, ლონდონურმა გუნდმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი. ხუთჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი. რაც მთავარია, გახდა პირველი ლონდონური კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა.